ჰულუსი აქარმა 5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა
ჰულუსი აქარმა 5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა
1808737

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთის, რუმინეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა.
ანკარის მოწვევითა და კოორდინაციით გამართული შეხვედრის შემდეგ სამინისტროდან გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. განხილულ იქნა რეგიონალური თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინაში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტის მნიშვნელობას, საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის აუცილებლობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა შავ ზღვაში მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლაში“.