ანკარა-ვაშინგტონის სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა

ანკარა-ვაშინგტონის სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა

1807333
ანკარა-ვაშინგტონის სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქიე-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული მექანიზმი  დედაქალაქ ანკარაში ამოქმედდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ, ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია: „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, იტალიის დედაქალაქ რომში გასული წლის ოქტომბრის თვეში შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქიე-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმი ანკარაში 2022 წლის 4 აპრილს ამოქმედდა. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  სედათ ონალი გუშინ, დედაქალაქ ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდის შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, რეგიონული და სხვა გლობალური საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული  მთლიანობის შესახებ სრული მხარდაჭერა. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა, საკითხთან მიმართებაში ანკარის პოზიციისა, რომელიც ომის სამართლიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის ხელშეწყობას ითვალისწინებს მიზნად“.

მეორეს მხრივ, სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.


საკვანძო სიტყვები: #ვაშინგტონი , #ანკარა

მსგავსი ინფორმაციები