ფაჰრეთთინ ალთუნი: „F-35-ები და პატრიოტები თურქეთს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადაეცეს“

ფაჰრეთთინ ალთუნი: „F-35-ები და პატრიოტები თურქეთს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადაეცეს“

1801185
ფაჰრეთთინ ალთუნი: „F-35-ები და პატრიოტები თურქეთს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადაეცეს“

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ F-35-ები და პატრიოტები თურქეთს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადაეცეს.

ალთუნმა ამერიკული „უოლ-სტრიტის“ გაზეთისთვის სტატია დაწერა, რომელშიც მან, CIA-ის ყოფილი დირექტორის და რუსეთისა და ევრაზიის ექსპერტის, პოლ კოლბეს ხელმოწერით გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით, „თურქეთის ხელთ არსებული რუსული რაკეტები უკრაინას დაიცავს“ შეაფასა.

კოლბე თავის სტატიაში აცხადებს: „აშშ-მა, რუსული სამხედრო თვითმფრინავების  წინააღმდეგ უკრაინას, თურქეთის ხელთ არსებული S-400-ების ამ ქვეყანაში გაგზავნით უნდა დაეხმაროს. ამის სანაცვლოდ, ამერიკამ უნდა დაიწყოს F-35-ის მიწოდება თურქებისთვის, ახალი ალტერნატივის შეთავაზებით. ეს ასევე დაეხმარება აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას“.

ფაჰრეთთინ ალთუნმა კი ამ სტატიის საპასუხოდ განაცხადა: „ბატონი კოლბე ამტკიცებს, რომ თურქეთმა უნდა გააგზავნოს რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში. ეს იდეა, რომელიც დღეს არ არის ძალიან რეალისტური, იძლევა შესაძლებლობას განიხილონ თურქეთის ბოლოდროინდელი პრობლემები დასავლეთთან. თურქეთმა სანამ რუსეთიდან  S-400-ი შეიძინა, მანამდე აშშ-სთან პატრიოტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. მაგრამ აშშ-მ უარი თქვა ამ სისტემის თურქეთზე მიყიდვა. ასევე თურქეთის უკანონო პოლიტიკური მიზეზების გამო,  „გარიცხვა“ F-35-ის პროგრამიდან, ართულებს განცხადებების სერიოზულად აღქმას. იმავდროულად, დასავლეთის მცდელობისა, თურქეთმა დააპროექტა და დაამზადა ბაირაქტარის შეიარაღებული დრონი, რომელიც ახლა უკრაინის სამხედრო ინვენტარის ნაწილია. ბატონი კოლბის S-400-ის არგუმენტის გასავითარებლად, დასავლეთმა რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ F-35 საბრძოლო თვითმფრინავების და პატრიოტის მიწოდება თურქეთისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს“.



მსგავსი ინფორმაციები