ერდოღანი: „ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვება გმირობის დიდი ეპოპეა იყო“

ერდოღანი: „ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვება გმირობის დიდი ეპოპეა იყო“

1798093
ერდოღანი: „ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვება გმირობის დიდი ეპოპეა იყო“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვება, გმირობის დიდი ეპოპეა იყო.

პრეზიდენტმა ამის შესახებ, 18 მარტის, ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების 107-ე წლისთავთან დაკავშირებით „მოწამეთა მემორიალთან“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ყველასათვის ნათელი გახდა, რომ არ არსებობს ძალა ან იარაღი, რომელიც ერს დაუპირისპირდება, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს თავის სამშობლოს და თავისუფლებას. თურქმა ერმა ყველა დაჩაგრულს თავისი უნიკალური ბრძოლით, ჩანაქკალეში აჩვენა და იმის იმედი გაუჩინა, თუ როგორ უნდა მოხდეს, სამშობლოს დაცვა. ამ მხრივ, ჩანაქკალეს გამარჯვება არის ერთობლივი გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ასობით მილიონი ჩვენი ძმისა და ჩაგრული ხალხისთვის. ჩანაქკალე ასახავს და განასახიერებს ჩვენს მარადიულობას და ბედისწერას, როგორც ერი. ღმერთმა არ დაგვაშოროს ჩვენი მოწამეების გზას. სწორედ ამ თვალსაზრისით მინდა ავღნიშნო, რომ ჩანაქკალეს ბრძოლის გამარჯვება გმირობის დიდი ეპოპეა იყო. 18 მარტს, მოწამეთა დღეს, დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ ყველა ჩვენს მოწამეს, განსაკუთრებით გაზი მუსტაფა ქემალს, მთავარსარდალს და ჩვენი რესპუბლიკის დამაარსებელს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.



მსგავსი ინფორმაციები