ისრაელის პრეზიდენტი ცხაკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

ისრაელის პრეზიდენტი ცხაკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

1792721
ისრაელის პრეზიდენტი ცხაკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება
erdoğan herzog.jpg
erdoğan herzog.jpg
herzog.jpg
herzog.jpg

ისრაელის პრეზიდენტი ცხაკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება...

ჰერცოგისა და მისი მეუღლე მიკოლ ჰერცოგის თვითმფრინავი დედაქალაქ ანკარაში ესენბოღას აეროპორტში დაეშვა. ეს გახლავთ 2008 წლის შემდეგ ისრაელიდან თურქეთში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი.

ჰერცოგს, რომელმაც თავისი 2 დღიანი პროგრამა თურქეთში ანითქაბირში (თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ათათურქის მავზოლეუმი) ვიზიტით დაიწყო, საპრეზიდენტო კომპლექსში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

ერდოღანი და ჰერცოგი პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ჰერცოგი მის საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება, რის შემდეგაც სტამბოლში გაემგზავრება.

ისრაელის პრეზიდენტი ხვალ სტამბოლში ებრაული თემის წევრებს შეხვდება.

ჰერცოგმა თურქეთში გამგზავრებამდე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა:  "მე ჩემს მეუღლე მიკოლთან ერთად მივდივარ თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, რათა განვავითარო დიალოგი, რომელსაც ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვაწარმოებთ. თურქეთთან ურთიერთობა ისრაელისა და რეგიონის ინტერესებშია. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი გააღრმავებს დიალოგს ისრაელსა და თურქეთს შორის“.

მან აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისრაელიდან თურქეთში ვიზიტი შედგა და დაამატა: "ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობამ ბოლო წლებში განიცადა აღმასვლა და დაღმასვლა, რთული პერიოდი იყო. თუმცა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები და ავაშენოთ ისინი ფრთხილად და ზომიერად, სახელმწიფოებს შორის პატივისცემის ფარგლებში."

„მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ჩემს ხედვას, რომ ებრაელებმა, მუსლიმებმა, ქრისტიანებმა იცხოვრონ მშვიდობიანად ჩვენს რეგიონში და შევთავაზოთ ხალხს კეთილდღეობა და სრულყოფილი ცხოვრება“. - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ჰერცოგმა გამოთქვა იმედი, რომ მისი ვიზიტის შემდეგ დაიწყება სერიოზული პროცესი, ღრმა დიალოგი თურქეთთან სხვადასხვა დონეზე, მოხდება პროგრესი და დადებითი შედეგები ურთიერთობებში.

„რადგან საერთაშორისო წესრიგი შერყეულია, კარგი და მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და პარტნიორობის შენარჩუნება.“ - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.

საინტერესოა, რომ ისრაელის ლიდერის თვითმფრინავს ამშვენებს წარწერა ებრაულ და თურქულ ენებზე „მშვიდობა, მომავალი, თანამშრომლობა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები