თურქეთის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას: „შეაჩერეთ ომი“

თურქეთის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას: „შეაჩერეთ ომი“

1789645
თურქეთის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას: „შეაჩერეთ ომი“

თურქეთმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში ჩარევა არ მოხდება, რეგიონში დიდი კრიზისი შეიქმნება. თურქეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შესაბამისი  ძალისხმევა გამოიჩინონ ამ ომის შესაჩერებლად, რათა შემსუბუქდეს უკრაინელი ხალხის ტანჯვა.

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს ჟენევის ოფისში სადიქ ასლანმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომაზე, „უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია რუსული აგრესიით“ ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთი უარყოფს და გმობს ამ უკანონო ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან. სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ომის შესაჩერებლად, რათა შევამსუბუქოთ უკრაინელი ხალხის ტანჯვა“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები