ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

1784560
ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია იქნა განხილული. სხდომაზე მტკიცედ იქნა აღნიშნული, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია,  მინსკის შეთანხმებების განადგურების გარდა, საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევას ნიშნავს და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. ამავე ინფორმაციით, სხდომაზე იმაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.



მსგავსი ინფორმაციები