პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის გადაწყვეტილება შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის გადაწყვეტილება შეაფასა

1782974
პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის გადაწყვეტილება შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: (რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. აღიარება) „მხარეებს მოვუწოდებთ პატივი სცენ საღ აზრს და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აფრიკის ტურნეს ფარგლებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან სენეგალში გადასვლის დროს, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხი შეაფასა და დასძინა: „ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი გზავნილები კრიზისის მოგვარების შესახებ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, პატივი სცეს საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს.“  



მსგავსი ინფორმაციები