დიარბაქირში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

დიარბაქირში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

1777167
დიარბაქირში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

დიარბაქირში დაიწყო ოპერაცია „ერენ ქიშ-22 მოწამე ჟანდარმერიის რიგითი ფედაი ეფე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ ტერორიზმთან ბრძოლა გრძელდება.

ამ კონტექსტში, დიარბაქირში დაიწყო ოპერაცია „ერენ ქიშ-22 მოწამე ჟანდარმერიის რიგითი ფედაი ეფე“.

ოპერაციაში მონაწილეობას იღებს 1280 პერსონალი და 82 ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც შედგება ჟანდარმერიის სპეცოპერაციების (JÖH), პოლიციის სპეცოპერაციების (PÖH) და უსაფრთხოების დაცვის ჯგუფებისაგან.

„ერენ-ქიშის“ ოპერაციებში, რომელიც 2021 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით დაიწყო, სულ განეიტრალდა 20 ტერორისტი, ამ დროისთვის განადგურებულია 350 ბუნკერი, საწყობი და თავშესაფარი.



მსგავსი ინფორმაციები