პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

1769011
პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას.“

პრეზიდენტმა ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშრებით გაკეთებული შეფასებების დროს განაცხადა.

„იმ შემთხვევაში თუ ისურვებენ ორი ქვეყნის ლიდერები (რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი) ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ და გზა გავუხსნათ მშვიდობის გარემოს აღდგენას. ჩვენი ქვეყანა თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და  ოკუპაციას. ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური ნაბიჯი რუსეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის,“ განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რეგიონში თურქეთის მხარდაჭერის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი პროექტი წარუმატებელი იქნება.

მან ბოლოს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები