მუსტაფა შენთოფი კატარის დედაქალაქ დოჰაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ხელი მოეწერა თურქეთ-კატარის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაზრდის ურთიერთგაგების მემორანდუმს

1765527
მუსტაფა შენთოფი კატარის დედაქალაქ დოჰაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი კატარის დედაქალაქ დოჰაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის საბჭოს თავმჯდომარეს ჰასან ბინ აბდულა ალ-განიმს შეხვდა.

კატარის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო QNA-ს ცნობით, შენთოფ-განიმის შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა თურქეთ-კატარის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაზრდის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

კატარის საბჭოს თავმჯდომარემ განიმმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ მოძმე ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების პარლამენტებს შორის განმტკიცებასაც.

მისივე თქმით, ამ გზით კატარსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ ჰორიზონტზე გადავა და ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი არის ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ღრმა ურთიერთობების ასახვა.



მსგავსი ინფორმაციები