ერდოღანმა  პუტინი და ზელენსკი თურქეთში მიიწვია

ორივე მხარე დადებითად გამოეხმაურა ერდოღანის შეთავაზებას

1765717
ერდოღანმა  პუტინი და ზელენსკი თურქეთში მიიწვია

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ მიხაი პოდოლიაკმა, RBK Ukraine-თან საუბრისას შეფასება მისცა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ თავისი რუსი და უკრაინელი კოლეგების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში მიწვევას და  თქვა, რომ თურქი ლიდერი ძალიან კარგად აფასებს რეგიონში შექმნილ ვითარებისა, კარგად იცის ასევე უკრაინელებისა და რუსების სურვილებიც, ამიტომაც მისი ეს წინადადება ორივე მხარისათვის არის "კარგად გააზრებული და პოტენციური" შეთავაზება.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც მიესალმა და დადებითი შეფასება მისცა  რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერდოღანის მხრიდან თავისი კოლეგების თურქეთში მიწვევას.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ  რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ჯერ ვლადიმერ პუტინს, შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის. “ერდოღანმა მათ უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში ორივეს შეუძლია თურქეთში ჩამოსვლა. მან ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემებისა და უთანხმოების მოგვარების მიზნით ორივე ლიდერი თურქეთში მიიწვია. ანკარა მზადაა შეასრულოს ნებისმიერი როლი, რათა შემცირდეს დაძაბულობა მოსკოვსა და კიევს შორის. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც რუსეთისა და უკრაინის მეგობარი და ამასთან როგორც ნატოს წევრი და მოკავშირე ქვეყანა." - განაცხადა ქალინმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები