ეწვევა თუ არა ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს?

ეწვევა თუ არა ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს?

1764854
ეწვევა თუ არა ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი თურქეთში ჩამოვიდეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ისრაელთან თანამშრომლობის შესაძლებლობები შეაფასა რა აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ბატონ ჰერცოგთან. იგი შესაძლოა თურქეთს ეწვიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური მიდგომები აქვს თვით პრემიერ-მინისტრ, ნაფტალი ბენეტისსაც. ეს პოზიტიური მიდგომა დაფუძნებულია ურთიერთ მოგების პრინციპზე. ჩვენ, როგორც თურქეთი ჩვენზე დამოკიდებული რაც არის იმას გავაკეთებთ. ჩვენ როგორც პოლიტიკოსები ვარსებობთ მშვიდობის დასამყარებლად და არა, ომისთვის; თუ ნავთობი უნდა იყოს მშვიდობის ინსტრუმენტი, ჩვენ მას გამოვიყენებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არ იქნება, გადაწყვეტილება თითოეულ ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ ტყუილად არ შეგვიძენია საბურღი და სეისმური კვლევის გემები.“  



მსგავსი ინფორმაციები