პრეზიდენტი ერდოღანი 2022 წლის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს ალბანეთში განახორციელებს
პრეზიდენტი ერდოღანი 2022 წლის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს ალბანეთში განახორციელებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას მიწვევით ამ ქვეყანას ეწვია.
პრეზიდენტ ერდოღანის ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს განიხილება თურქეთ-ალბანეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ყველა განზომილებაში, ასევე განიხილება თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯები.
ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ასევე განიხილება რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში, 2019 წელს ქალაქ ლაჩში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის თურქეთის მიერ აშენებული სახლების მესაკუთრეებზე გადაცემის ცერემონიალსაც დაესწრება.
პრეზიდენტი ერდოღანი ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში ტირანაში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ რესტავრირებული ეთჰემ ბეის მეჩეთს გახსნის ცერემონიალს დაესწრება და ალბანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას