ჩავუშოღლუ უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემიის სხდომას შეუერთდა
„საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პრიორიტეტია დიპლომატია“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ასოციაციის მიერ ონლაინ რეჟიმში ორგანიზებულ უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემიის დასკვნით სხდომას შეუერთდა და მასზე სიტყვითაც გამოვიდა რა, თქვა: "საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პრიორიტეტია დიპლომატია. ანკარა მიჰყვება რეალისტურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება დიპლომატიური ინიციატივის უპირატესობას ფართო გეოგრაფიაში.“ იგი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მეტოქეობა მათ შორის და ასევე რუსეთსა და ნატოს შორის, სახიფათო დონემდე გაიზარდა. „ჩვენ არ უგულებელვყოფთ ჩვენს პრინციპებს და მჭიდრო ურთიერთობას უკრაინასთან მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთივე ურთიერთობა გვაქვს რუსეთთანაც. მრავალ რთულად გადასაწყვეტ საკითხში ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოითხოვს დროის სული და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. ეს რთული სამუშაოა, მაგრამ ეს ასეა. სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია,“ განაცხადა თურქმა მინისტრმა და იქვე დაამატა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია არის თურქეთის შემაკავებელი ძალა და რომ ისეთი ელემენტების გარდა, როგორიცაა სამხედრო ძალა, მოსახლეობა და ეკონომიკური ძალა, საჭიროა მეტად ეფექტური დიპლომატიაც. „ჩვენ გვაქვს პროაქტიული მიდგომა დიპლომატიის მიმართ და არა მყისიერად რეაქციული, ამიტომაც არ ვაძლევთ მოვლენებს საშუალებას ჩვენი მართვისა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ყოველთვის უპირატესობას და პრიორიტეტს დიპლომატიას და დიალოგს ვანიჭებთ,“ ხაზგასმით განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“