შენთოფის ვიზიტი ბალკანეთში გრძელდება

ჩრდილოეთ მაკედონიიდან იგი ბელგრადში გადავიდა

1751000
შენთოფის ვიზიტი ბალკანეთში გრძელდება
şentop2.jpg

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა, ბალკანეთის ვიზიტის ფარგლებში გუშინ დაასრულა შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში და აქედან სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გადავიდა, სადაც მას ნიკოლა ტესლას სახელობის აეროპორტში თურქეთის ელჩი სერბეთში ჰამი აქსოი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. დღეს თურქ სტუმარს ჯერ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი და ბოლოს სერბი კოლეგა ივიცა დაჩიჩი მიიღებენ. ამ უკანასკნელთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ, შენთოფი და დაჩიჩი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ბელგრადში ვიზიტის დასრულების შემდეგ შენთოფი მონტენეგროში (ჩერნოგორიაში) გადავა და იქ დაასრულებს ბალკანურ ვიზიტს.


საკვანძო სიტყვები: #ბალკანეთი , #მუსტაფა შენთოფი

მსგავსი ინფორმაციები