როდოსში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააპატიმრეს

მას ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი

1748402
როდოსში თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააპატიმრეს

ოფიციალურმა ანკარამ მკაცრად დაგმო როდოსში მოქმედი თურქეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლისათვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენება და 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენის გამოტანა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაშია ნათქვამია: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ როდოსის საკონსულოში კონტრაქტით მომუშავე მდივნისათვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენებას და დოდეკანესის ნაფიც მსაჯულთა სახალხო სასამართლოს მიერ 2021 წლის 13 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისთვის 5 წლით მძიმე პატიმრობის განაჩენის გამოტანას. ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 18 დეკემბერს დაკავებული მდივნის შესახებ ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა მრავალი უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდებები, რათა საზოგადოებაზე და სასმართლოზე ზეწოლა მომხდარიყო. „როდოსში გამართული სასამართლო განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე დაირღვა როგორც  სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი, მათ შორის საერთაშორისო და კერძო საერთაშორისო სამართალი, ასევე დაცვის უფლებაც კი, ხოლო პროკურატურა და სასამართლო მძიმე ზეწოლის ქვეშ მოქმედებდა რა, ასე გამოიტანეს ბოლო ვერდიქტი. „ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მის გამოცხადებამდე გაშუქდა ბერძნულ პრესაში, კიდევ ერთხელ მიანიშნებს პროცესის არალეგალურობაზე და უსამართლობაზე. ჩვენი პერსონალის უფლებების დასაცავად, საბერძნეთის შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ, რათა სამართალს მივაღწიოთ,“ აღნიშნულია ანკარის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ როდოსის თურქეთის გენერალური საკონსულოს მდივანს სებაჰეთთინ ბაირამს, ვითომცდა ბერძნული გემის ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს და 2020 წლის 18 დეკემბერს იგი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები