ტერორგანიზაციის ე. წ. გაპ-რიჰას პროვინციაზე პასუხისმგებელი განეიტრალებული იქნა

ტერორგანიზაცია PKK-ის ეგრეთ წოდებული გაპ-რიჰას პროვინციაზე პასუხისმგებელი ფერჰათ თუნჩი განეიტრალებული იქნა

1743900
ტერორგანიზაციის ე. წ. გაპ-რიჰას პროვინციაზე პასუხისმგებელი განეიტრალებული იქნა

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის ეგრეთ წოდებული გაპ-რიჰას პროვინციაზე პასუხისმგებელი ფერჰათ თუნჩი, კოდური სახელით რუბარი, განეიტრალებული იქნა.

უსაფრთხოების ძალებმა, შანლიურფას სოფელ ჰაჯილარში ტერორისტის დამალვის შესახებ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის შემდეგ ოპერაცია ჩაატარეს.

ტერორისტი, რომელმაც უშიშროების ძალების „დანებების“ მოწოდებას ცეცხლის გახსნით უპასუხა, ოპერაციის დროს მოკლული იქნა.

დადგინდა, რომ განეიტრალებული ტერორისტი არის ე.წ. გაპ-რიჰას პროვინციაზე პასუხისმგებელი ფერჰათ თუნჩი, კოდური სახელით რუბარი.

ოპერაციის დროს ამოღებული იქნა 1 პისტოლეტი, 2 ხელყუმბარა, 1 თერმული სათვალე და ტერორგანიზაციის დოკუმენტაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ „ტვიტერ“-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიულოცა უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.


საკვანძო სიტყვები: #ანტიტერორისტული ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები