ერდოღანი: „ჩვენ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური კატასტროფებზე რეაგირების სისტემა გვაქვს“

ერდოღანი: „ჩვენ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური კატასტროფებზე რეაგირების სისტემა გვაქვს“

1739344
ერდოღანი: „ჩვენ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური კატასტროფებზე რეაგირების სისტემა გვაქვს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური კატასტროფებზე რეაგირების სისტემა აქვს. მან ამის შესახებ, იზმირში მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობაზე ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

„არავის არ დავტოვებთ მშიერს, ღიად, დაუცველს, უპატრონოდ ან უმწეოდ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მოქალაქეების ყველა საკითხი, რომლებიც განიცდიან დაღუპული ახლობლების თუ ოჯახის წევრების ტკივილს.  ადრე, როგორც მალათიაში და ელაზიღში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დროულად ავუშენეთ იქაურ მოსახლეობას საცხოვრებელი ბინები, ანალოგიური მოხდა აქ, იზმირშიც. ჩვენ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური კატასტროფებზე რეაგირების სისტემა გვაქვს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #იზმირი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები