პრეზიდენტმა ერდოღანმა პედაგოგები მიიღო

პრეზიდენტმა ერდოღანმა პედაგოგები მიიღო

1737844
პრეზიდენტმა ერდოღანმა პედაგოგები მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 24 ნოემბერი - პედაგოგთა დღესთან დაკავშირებით 81 პროვინციიდან ჩამოსული 81 პედაგოგი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტმა ერდოღანმა პროგრამაში მონაწილე პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. „81 პროვინციიდან ჩამოსული პედაგოგების დედაქალაქ ანკარაში მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. პედაგოგთა დღე, თურქეთის და ჩვენი ერისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ამ მნიშვნელოვან დღეზე, ჩემი, ჩემი ოჯახის და მთელი ერის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პედაგოგების სულებს კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატივი მივაგო. ასევე დიდი პატივით მინდა მოვიხსენიო პენსიაში გასული პედაგოგები. მინდა ყველა მათგანს ჯანმრთელობა  და კეთილდღეობა ვუსურვო, გილოცავთ, 24 ნოემბერს - პედაგოგთა დღეს“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა პედაგოგებთან შეხვედრის დროს.



მსგავსი ინფორმაციები