ფათიჰ დონმეზი სუნათ ატუნის შეხვდა

ფათიჰ დონმეზი სუნათ ატუნის შეხვდა

1736864
ფათიჰ დონმეზი სუნათ ატუნის შეხვდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკასთან (ჩკთრ) განსახორციელებელი პროექტებით, პირველ რიგში კუნძულზე თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) იქნება შეყვანილი. მან ამის შესახებ ანტალიაში გამართულ, თურქეთის მე-11 ენერგეტიკულ სამიტზე, ჩკთრ-ს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს სუნათ ატუნთან შეხვედრის დროს განაცხადა. ფათიჰ დონმეზმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოები მიმართავენ ენერგეტიკულ სისტემებს, რომლებიც უფრო ეკოლოგიურად კეთილგანწყობილია და ნაკლებ წიაღისეულ საწვავს იყენებს რა, ამ კუთხით ისინი მხარს დაუჭერენ ჩკთრ-ს.

„ელექტრომობილების სისტემაში ჩართვით, ელექტროენერგიის საჭიროებაც გაიზრდება. ჩვენ, ჩვენი თანამემამულეების (კვიპროსელი თურქების) გვერდით დგომას გავაგრძელებთ, როგორც ამას ვაკეთებდით წარსულში და დღესაც. ჩვენ, ასევე გავაგრძელებთ კუნძულის პროექტების მხარდაჭერას, როგორც ენერგომომარაგების, ასევე  უსაფრთხოების თვალსაზრისითაც,“ განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.


საკვანძო სიტყვები: #სუნათ ატუნი , #ფათიჰ დონმეზი

მსგავსი ინფორმაციები