თურქეთი UNESCO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2021-2025 წლების ვადით ხელახლა აირჩიეს
თურქეთი UNESCO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2021-2025 წლების ვადით ხელახლა აირჩიეს

თურქეთი, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, 2021-2025 წლების ვადით ხელახლა აირჩიეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, გუშინ გამართულ არჩევნებში კიდევ ერთხელ აირჩიეს 2021-2025 წლების ვადით. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა მიიღო იუნესკოს მიზნები და იდეალები და, ასევე აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციას ყველა დონეზე.
არჩევნებით, რომელშიც მას ხმა მისცა 158 წევრმა ქვეყანამ, თურქეთმა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში, კვლავ დაიკავა ადგილი 195 წევრ ქვეყნიდან 58-ს შორის.
აღმასრულებელი საბჭო შედგება 58 წევრი ქვეყნისგან. კომიტეტი, რომელიც ირჩევა 4 წლის ვადით, წელიწადში ორჯერ იკრიბება.
მსგავსი ინფორმაციები

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“
ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“