თურქეთმა ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

1734720
თურქეთმა ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც ბოლო მონაცემებით 32 ადამიანი დაიღუპა, მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბურკინა-ფასოს საჰელის რეგიონში 14 ნოემბერს განხორციელებულ ტერაქტს, რა დროსაც 28 ჟანდარმერიის პერსონალი და 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მკაცრად გმობენ.

„ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ბურკინა-ფასოს  ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,  დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ბურკინა-ფასოს გვერდითაა,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები