პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთის პრემიერთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთის პრემიერთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზად გადაიქცა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე და რომ მათი მიზანია ორმხრივი ვაჭრობის 3 მილიარდიდან 6 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.
„ჩემი და ჩემი ერის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ორბანს და უნგრეთს, რომ ყოველთვის გვაძლევს საჭირო მხარდაჭერას, განსაკუთრებით თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზე... მე ყოველთვის ვიხსენებ იმ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც მათ გაუწიეს ჩვენი წევრობის პროცესს. იმედი მაქვს, რომ მათი წვლილი ჩვენი შეხედულებების კავშირში გაგების საკითხში გაგრძელდება." - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა გააკრიტიკა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიჩოტაკისის განცხადებები და დასძინა: „უმადურობაა იმის თქმა, რომ ‘ლტოლვილთა პრობლემა მომდინარეობს თურქეთიდან’ იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც მიიღო თითქმის 5 მილიონი ლტოლვილი... არ ვიცი რას გააკეთებს საბერძნეთი, თუ კარებს გავხსნით. უპირველეს ყოვლისა, საბერძნეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილებს რეზინის ნავები გაუხეთქა და სიკვდილისთვის გაიმეტა. ჩვენ გვაქვს ამის ყველა საბუთი“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა საბერძნეთის დედეაღაჩის რეგიონში აშშ-ს მიერ დაარსებულ ბაზაზე მიუთითა და დასძინა: "თვით საბერძნეთი ახლა გახდა ამერიკის ბაზა."
ვიქტორ ორბანმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთს (იმიგრაციის საკითხში).