იბრაჰიმ ქალინი: „თურქეთის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკის გათვლა და შემუშავება შეუძლებელია“

იბრაჰიმ ქალინი: „თურქეთის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკის გათვლა და შემუშავება შეუძლებელია“

1729732
იბრაჰიმ ქალინი: „თურქეთის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკის გათვლა და შემუშავება შეუძლებელია“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკის გათვლა და შემუშავება შეუძლებელია.

იბრაჰიმ ქალინი გუშინ, ანკარის მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების უნივერსიტეტის 2021-2022 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიას დაესწრო, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის გამართული პირისპირი შეხვედრა შეაფასა რა, აღნიშნა:

„ჩვენს პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან პროდუქტიული, სასიამოვნო და კონსტრუქციული შეხვედრა ბატონ ბაიდენთან. ეს იყო არა მხოლოდ ხანგრძლივი შეხვედრა, არამედ ძალიან ძლიერი შინაარსით. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ თურქეთ-ამერიკული ურთიერთობების სწორ სტრატეგიულ ჩარჩოში მოქცევაზე. ლიდერებმა ჩვენ დაგვავალეს შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც მოჰყვება ამ ჩარჩოს და აისახება რეგიონულ ორმხრივ საკითხებზე. ამასთან დაკავშირებით, ეს მექანიზმი უმოკლეს ვადაში შეიქმნება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენთვის მოცემული ინსტრუქციების ფარგლებში, რათა უზრუნველვყოთ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები იქ, სადაც უნდა იყოს. თუ ჩამოვთვლით 4-5 გეოპოლიტიკურ საკითხს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ახლა, ესენი გახლავთ ავღანეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, სირია, კავკასია და ლიბია რა, ამ ყველა საკითხში თურქეთი თან გახლავთ. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თურქეთის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკის გათვლა და შემუშავება შეუძლებელია.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #იბრაჰიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები