რატომ თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა გლაზგოში ჩასვლაზე უარი?

პრეზიდენტი: „რადგან გლაზგოში, ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, წასვლაზე უარი ვთქვით“

1727672
რატომ თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა გლაზგოში ჩასვლაზე უარი?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რადგან თურქეთის მოთხოვნები უსაფრთხოების პროტოკოლის სტანდარტებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მათ უარი თქვეს შოტლანდიის ქალაქ  გლაზგოში ჩასვლაზე, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია (COP26) იმართა.

„ეს მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას არ ეხებოდა, ეს ეხებოდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების პროტოკოლის სტანდარტები, რომლებიც მოვითხოვეთ გლაზგოში გასამართი, გაეროს კლიმატის ცვლილების ლიდერთა სამიტზე. ეს იყო პროტოკოლის სტანდარტები, რომლებიც ყოველთვის გამოიყენებოდა ყველა სხვა ლიდერზე ყველა ჩვენს საერთაშორისო ვიზიტზე. თუმცა მათ ბოლო მომენტში გვითხრეს, რომ ამას ვერ უზრუნველყოფდნენ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის რაც ჩვენთვის არ დაუშვეს, სხვა ქვეყნებისთვის დაუშვიათ. მათი ამდაგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება დიპლომატიურ პრაქტიკას. ჩვენ ამას ვერ მივიღებდით. ჩვენი შესაბამისი დანაყოფები მკაფიო პოზიციით აგრძელებდნენ მოლაპარაკებებს. პროცესით დაინტერესდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც. თავიდან მან განაცხადა, რომ  პრობლემა მოგვარებადი იყო. მაგრამ ბოლო მომენტში, დაგვიბრუნდა და გვითხრა, რომ შოტლანდიის მხარე ართულებდა საქმეს,“ განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, იტალიის დედაქალაქ რომში დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს,  F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებასთან ერთად ავღანეთის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ორმხრივი ურთიერთობების და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა საუბრის დროს საზღვარგარეთულ ანტიტერორისტულ ოპერაციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „გასაკეთებელი რაც არის, რა თქმა უნდა, დრო როცა მოვა აუცილებლად გაკეთდება. თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება ტერორისტული ორგანიზაცია PKK/PYD/YPG, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.“

ერდოღანმა ბოლოს, თურქეთის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინა, TÜRKOVAC-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური კვლევების დასრულების შემთხვევაში მას შესთავაზებენ როგორც თურქ ერს, ასევე კაცობრიობას.



მსგავსი ინფორმაციები