პრეზიდენტმა ერდოღანმა 29 ოქტომბერთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 29 ოქტომბერთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1726472
პრეზიდენტმა ერდოღანმა 29 ოქტომბერთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

„ჩვენი ერთიანობის, სოლიდარობისა და ძმობის შენარჩუნებით, დიდი და ძლიერი თურქეთის ჩამოყალიბებისთვის ვიბრძვით,“ ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 29 ოქტომბრის რესპუბლიკის შექმნის 98-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული მისალოცი მესიჯი.  

„საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს და ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც იზიარებს ამ სიამაყის დღეს, 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დაარსების დღეს, რომელიც ჩვენი დიდებული ისტორიის ერთ-ერთი ოქროს ბეჭედია. მოწამეებს, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაგვიტოვეს ეს ქვეყანა, ღმერთს მათთვის წყალობას შევთხოვ. ჩემი ქვეყნისა და ჩემი ერის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც იმავე კურთხეული საქმისთვის იბრძოდნენ. ჩვენს მიერ გადადგმულმა ყველა ნაბიჯმა მომავლის ახალი იმედები მოგვცა. 1919 წელს დაწყებული განმანთავისუფლებელი ბრძოლა 1923 წელს თურქეთის სახელმწიფოდ გამოცხადებით იქნა დაგვირგვინებული. ახლა კი ჩვენი მიზანი 2023 წელია, ანუ სახელმწიფოებრიობის მე-100 წლისთავი. ყველას გილოცავთ რესპუბლიკის დაარსების 98-ე წლისთავს,“ განაცხადა პრეზიდენტმა 29 ოქტომბრის, სახელმწიფოს დაარსების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში. თურქეთის პრეზიდენტმა მისალოც მესიჯში პირველ რიგში მუსტაფა ქემალ ათათურქის და მას შემდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულების სულებიც მოიხსენია.



მსგავსი ინფორმაციები