იბრაჰიმ ქალინ-ჯეიკ სალივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
იბრაჰიმ ქალინ-ჯეიკ სალივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეიკ სალივანის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ორმხრივი ურთიერთობები, F-35/F-16-ის, გლობალური კლიმატის ცვლილების, ავღანეთის, სირიის, ლიბიის, მთიანი ყარაბაღის, საბერძნეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და სხვა რეგიონული მოვლენები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, იბრაჰიმ ქალინ-ჯეიკ სალივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, გლაზგოში გასამართი კლიმატის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი პირისპირ შეხვედრის საკითხებიც განიხილეს.
სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას რა, მხარეებმა არსებული საკითხების ურთიერთპატივისცემის და საერთო ინტერესების ფარგლებში განხილვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ქალინ-სალივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე და PYD/YPG/PKK და DEAŞ-ის ჩათვლის ყველა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, როგორც ეს ნატოს ორ მოკავშირე ქვეყანას შეეფერება.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას