ალთუნმა 10 ქვეყნის ელჩებს პასუხი გასცა

“ნუ ერევით ჩვენს სასამართლო საქმეებში“

1725042
ალთუნმა 10 ქვეყნის ელჩებს პასუხი გასცა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში შეფასება მისცა რა, 10 ქვეყნის ელჩების გუშინდელ განცხადებას ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლების თაობაზე უკან ნაბიჯის გადადგმის საკითხს, აღნიშნა, რომ მადლიერები არიან პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გადადგმული ნაბიჯისა, რომლითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მსოფლიოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველანაირ ნაბიჯებს გადადგამენ, რათა დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეროვნული სუვერენიტეტი. „თურქეთი ყოველთვის პატივს სცემს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებს, საერთაშორისო სამართლისა და ჩვეულების შესაბამისად, არასოდეს ერევა მათ სასამართლო საქმეებში, ამიტომაც იგივეს ველით სხვა ქვეყნებისგანაც, განსაკუთრებით მოკავშირე ქვეყნებისგან. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი პასუხი გასცა ამ უცხოურ მისიებს და გააფრთხილა მათი მიუღებელი ქცევის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებენ და აღარ ჩაერევიან ჩვენს საშინაო და სასამართლო საქმეებში“ აღნიშნავს ალთუნი.


საკვანძო სიტყვები: #პასუხი , #ელჩები , #ფაჰრეთთინ ალთუნი

მსგავსი ინფორმაციები