პრეზიდენტი ერდოღანი ესქიშეჰირს ესტუმრა
მან ვიზიტის დროს მეწარმე, ფერმერ, სტუდენტ, სპორტსმენ, ხელოვან და მშრომელ ქალებთან შეხვედრა გამართა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ესქიშეჰირში ვიზიტის დროს მეწარმე, ფერმერ, სტუდენტ, სპორტსმენ, ხელოვან და მშრომელ ქალებთან შეხვედრა გამართა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი და ძლიერი თურქეთის შესახებ ოცნებას ისინი ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავების გარეშე ერის ყველა წარმომადგენელთან ერთად ახორციელებენ.
„ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველა ხედვასა და პროექტს ისე, რომ ისინი თქვენთან ერთად განვახორციელოთ.“ - განაცხადა ერდოღანმა.
პრეზიდენტის თქმით, თურქეთში ქალებმა ყველაზე დიდი წინსვლა განსაკუთრებით განათლების, წარმოების, დასაქმების, პოლიტიკისა და სოციალური ცხოვრების სფეროებში მათ პერიოდში განიცადეს და დაამატა: ”მე ამას მტკიცედ ვამბობ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ შესაძლებლობები და მოვაშორეთ დაბრკოლებები იმისთვის, რომ ქალებს ყველა ფენიდან თავიანთი პოტენციალი მათი ოჯახის, ქალაქისა და ქვეყნისთვის განეხორციელებინა. გზა, რომელიც ჩვენმა ქალებმა გაიარეს, განსაკუთრებით განათლებისა და წარმოების სფეროში, ნამდვილად ისტორიული წარმატების გამოხატულებაა.“