სულეიმან სოილუ ირანს სტუმრობს
ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ და მისმა ირანელმა კოლეგამ აჰმედ ვაჰიდიმ, პირისპირი და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ, თეირანში ხელი მოეწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს და მასზე სოილუმ თქვა: "ჩვენ ერთად ვართ როგორც PKK-ს, ასევე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გვყავს მრავალი სამუშაო ჯგუფი და მათ გამოავლინეს ორი ქვეყნის მოთხოვნები და დინამიკა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება და ერთობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში." სოილუს განცხადებითვე, მათ კიდევ ერთხელ განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ, რაც გამოვლინდა ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ.
ვაჰიდიმ კი განაცხადა, რომ თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობებში დაიწყება ახალი ერა, რომელიც მოემსახურება ორი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. “გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაზრდას და განვითარებას.“ - ხაზგასმით განაცხადა ირანელმა მინისტრმა.
მსგავსი ინფორმაციები

უნგრეთის პრეზიდენტი თურქეთს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, თურქეთს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა