თურქეთმა ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმო

თურქეთმა ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმო

1721689
თურქეთმა ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმო

თურქეთმა, ნიგერიის ქალაქ სოკოტოში ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ნიგერიის  ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,  დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ნიგერიის გვერდითაა.“

ცნობისათვის, გუშინ ნიგერიის ქალაქ სოკოტოში ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #დაგმობა , #ტერაქტი , #ნიგერია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები