ანკარა მკაცრად გამოეხმაურა ელჩების მიმართვას

“მათ გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებებს“

1721724
ანკარა მკაცრად გამოეხმაურა ელჩების მიმართვას

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქთაი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მესიჯით გამოეხმაურა დედაქალაქ ანკარაში მომუშავე 10 ქვეყნის ელჩის განცხადებას, თურქი ბიზნესმენის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოსმან კავალას განთავისუფლების თაობაზე და თქვა, რომ "თურქეთი არის სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც სასამართლო სისტემაც სრულიად დამოუკიდებელია, ამიტომაც მათ, ვისაც სურთ სასამართლო საქმეებში ჩარევა, შეუძლიათ ეს საქმე გააგრძელონ თავიანთ ქვეყნებში."  მისივე თქმით, "ზოგიერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც უნდა გამოავლინონ ერთგულება იმ ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი, სადაც ისინი მსახურობენ და საუბრობენ "სასამართლოს  დამოუკიდებლობაზე", მაგრამ ამ დროს თავიანთ ფუნქციებს და უფლებამოსილებებს აჭარბებენ და ანკარისგან ითხოვენ "სასამართლო სისტემაში პოლიტიკის ჩარევას," ის კი ავიწყდებათ, რომ  სასამართლო სისტემა თურქეთში არის დამოუკიდებელი და თურქეთი არის სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ სასამართლო საქმეში ჩარევა მათ შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთ ქვეყნებში.”

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმაც უარყოფითი რეაქცია გამოხატა ელჩების განცხადებისადმი და ხაზი გაუსვა იმას, რომ დიპლომატები ვალდებულნი არიან პატივი სცენ იმ სახელმწიფოს კანონებს, სადაც ისინი მუშაობენ. "ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, უცხოელ ელჩებს არ აქვთ იმის უფლება, რომ რჩევები და წინადადებები მისცენ ჩვენს სასამართლოებს. ეს არის ყოველგვარი უფლებების იგნორირება, რომელიც ჩრდილს აყენებს კანონის უზენაესობას."- ხაზს უსვამს გიული.

შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუც გამოეხმაურა ელჩების მიმართვას და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. "დაუშვებელია ელჩების მიერ ჩვენი სასამართლოსადმი რჩევებისა და წინადადებების მიცემა, ასეთი ქმედება დიდ ჩრდილს აყენებს კანონისა და დემოკრატიის გაგებას." - აღნიშნავს სოილუ.


საკვანძო სიტყვები: #ელჩები , #ვიცე-პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები