TRT World Forum 2021 ხვალ ონლაინ სივრცეში დაიწყება

TRT World Forum-ი მეხუთე წელს ხვალ ონლაინ სივრცეში დაიწყება

1721173
TRT World Forum 2021 ხვალ ონლაინ სივრცეში დაიწყება

TRT World Forum-ი მეხუთე წელს ხვალ ონლაინ სივრცეში დაიწყება და მისი თემა იქნება: "ძალა და პარადოქსი: 21-ე საუკუნეში დიდი სტრატეგიის გაგება".

ფორუმი, რომელსაც სიტყვით გამოსვლით გახსნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 20 ოქტომბერს დასრულდება.

წელს 36 ქვეყნიდან ასამდე წარმომადგენლის მონაწილეობით გასამართ TRT World Forum-ზე ლიდერები, ექსპერტები, მეცნიერები და ცნობილი სახელები ახალ პერსპექტივებს და მიდგომებს წარმოადგენენ გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით.

ღონისძიებაზე, რომლის გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვლენ პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი და TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი, კლიმატური და გლობალური ჯანდაცვის კრიზისებიდან დაწყებული საერთაშორისო ეკონომიკურ განვითარებამდე, ევრაზიის აღმავლობიდან ციფრულ მმართველობამდე, ორი დღის მანძილზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ თავიანთი დარგის ექსპერტები.

TRT World Forum 2021, რომელიც გთავაზობთ სხვა ფორმატებთან შედარებით უფრო უნიკალურ გამოცდილებას ონლაინ ღონისძიებებში გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიით, ასევე უმასპინძლებს ცნობილი ხელოვანების კონცერტებს.

TRT World Forum 2021– ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მისამართზე www.trtworldforum.com და უყუროთ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში.


საკვანძო სიტყვები: #TRT World Forum

მსგავსი ინფორმაციები