ერდოღანმა ამერიკული ტელეარხ CBS-ის ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა

ერდოღანმა ამერიკული ტელეარხ CBS-ის ჟურნალისტის მარგარეტ ბრენანის შეკითხვებს უპასუხა

1710805
ერდოღანმა ამერიკული ტელეარხ CBS-ის ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ყოფნისას ამერიკული ტელეარხ CBS-ის გადაცემა "Face the Nation"-ის წამყვანის მარგარეტ ბრენანის შეკითხვებს უპასუხა.

ერდოღანმა გააკრიტიკა აშშ-ს მიერ ტერორისტული ორგანიზაციებისთვის იარაღის მიწოდება და დასძინა:

"უპირველეს ყოვლისა, ამგვარი იარაღით მხარდაჭერა არ უნდა გაუწიონ ტერორისტულ ორგანიზაციებს PKK/YPG/PYD-ს."

შეკითხვაზე „არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იარაღი, რომელიც აშშ-მა მიაწოდა (ტერორისტულ) ჯგუფებს, რომელსაც ის მიიჩნევს მოკავშირეებად DEAŞ– თან ბრძოლაში, გამოიყენება თურქეთის წინააღმდეგ? არის რაიმე საფრთხე თქვენს მიმართ ამ ჯგუფებისგან აშშ-ს მხარდაჭერის გამო? ” - პრეზიდენტმა ერდოღანმა უპასუხა: "მე ეს ტრამპის დროს ვუთხარი თავად ბატონ ტრამპსაც (აშშ -ის ყოფილი პრეზიდენტი). ახლაც ისევე იმავე ფორმით ტრაილერებით იარაღი, საბრძოლო მასალა და ა.შ. მიდის რეგიონში (სირია, ერაყი). ჩვენ ეს ყველაფერი სადაზვერვო ორგანიზაციების მეშვეობით განვუცხადეთ. ჩვენ ამას მომდევნო პროცესში, რა თქმა უნდა, ასევე განვაცხადებთ.”

პრეზიდენტმა ერდოღანმა კითხვაზე: "ეს თქვენ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინეთ?" - აღნიშნა: ”ჩვენ ეს ყველაფერი წარვუდგინეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს. ამ მომენტში ჩვენი დაზვერვის ხელმძღვანელი ამავე ფორმით თავის თანამოსაუბრეს წარუდგენს. ამიერიდან ჩვენ არ მოგვერიდება მათი წარდგენა. რადგან არის რაღაც ფაქტები. აშშ არის ნატოს ქვეყანა. ჩვენ ასევე ვართ ნატოს ქვეყანა. მაშინ როცა ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულნი ნატოში, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა არ უნდა მიიღონ აქედან მხარდაჭერა. ეს ჩვენც უნდა ვთქვათ.”


საკვანძო სიტყვები: #CBS , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები