თურქეთი, რუსეთს სამძიმარს უცხადებს

თურქეთი, რუსეთს სამძიმარს უცხადებს

1709983
თურქეთი, რუსეთს სამძიმარს უცხადებს

თურქეთმა, რუსეთს  ორი დღის წინ ქალაქ ხაბაროვსკის მახლობლად ტექნიკური ფრენის დროს ჩამოვარდნილი, An-26 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საკითხთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი საგარეო უწყებამ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვიზიარებთ რუსეთის ფედერაციის მეგობარი ხალხის მწუხარებას და ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და რუსეთის ფედერაციის მთავრობას ვუსამძიმრებთ.“

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსეთის კუთვნილი, An-26 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ქალაქ, ხაბაროვსკის მახლობლად ტექნიკური ფრენის დროს ჩამოვარდა. შედეგად, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები