ერდოღანმა კვების სისტემების სამიტს, ვიდეო-შეტყობინება გაუგზავნა

„მომავალ თაობებს აყვავებული სამყარო უნდა დავუტოვოთ“

1710037
ერდოღანმა კვების სისტემების სამიტს, ვიდეო-შეტყობინება გაუგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს სურსათის სისტემების სამიტს ვიდეო რგოლი გაუგზავნა და მასში აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების ფარგლებში, 2030 წლისათვის შიმშილის დასრულების მიზანი, სამწუხაროდ შეუსრულებადი გეგმა არის, რადგან, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად, საკვებზე მოთხოვნაც იზრდება, ხოლო ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის კლიმატური ცვლილები, მისგან  გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, გვალვა, წყლის სიმცირე თუ გაშრობა, მზარდი სხვადასხვა დესტრუქციული ეფექტები, ყველა ეს უარყოფითად აისახება კვების რესურსებზეც და მის მარაგზეც. მისივე თქმით, კვების სისტემების ხარჯები დღითიდღე იზრდება, კვების წყაროებზე წვდომაც უფრო და უფრო რთულდება, ხოლო ამის პარალელურად დაზიანებული სურსათის უვნებლობა, ხელს უწყობს მასობრივ მიგრაციას, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოცდას წარმოადგენს. ერდოღანი ამავე ვიდეო რგოლში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უსაფრთხო საკვების მიღება არ არის პრივილეგია, არამედ არის უფლება ყველასათვის. "ჩვენი საერთო მოვალეობაა, ჩვენი შვილებისთვის უფრო სამართლიანი, უფრო ცოცხალი და უფრო აყვავებული სამყარო დავტოვოთ და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ," აღნიშნავს თურქი პრეზიდენტი.


საკვანძო სიტყვები: #კვების სამიტი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები