პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში იმყოფება

პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში იმყოფება

1707927
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში იმყოფება
erdogan abd tasc.jpg
erdogan abd tasc1.jpg
erdogan abd musluman toplumu.jpg

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამოფობია დესტრუქციულ ტენდენციად იქცა, რომელიც მშვიდობას ემუქრება.

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ, ნიუ-იორკში გაემგზავრა, თურქულ-ამერიკული ეროვნული მმართველი კომიტეტის მხრიდან (TASC) ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით, „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ (A Fairer World Is Possible) სიტყვით გამოვიდა რა დროსაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

ერდოღანის თქმით, როგორც კაცობრიობა, ისინი ებრძვიან სხვა ვირუსს, რომელიც უფრო მომაკვდინებელი და მზაკვრულია ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19).

„ამ ვირუსის სახელია ისლამოფობია. ეს ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლებიც წლების მანძილზე სამაგალითო იყო, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების აკვანი. ისლამოფობიამ და ქსენოფობიამ დღეს დაიპყრო პოლიტიკა. ეს არის დესტრუქციული, რაც ართულებს მუსულმანების ყოველდღიურ ცხოვრებას და საფრთხეს უქმნის მათ სოციალურ მშვიდობას, აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკას და სხვას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა

ერდოღანის თქმით, ისინი ხედავენ, რომ ეს იდეოლოგიური ფანატიზმი, რომელიც მენტალიტეტით არაფრით განსხვავდება დაეში-სგან, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში ფართოდ ვრცელდება.

მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა კონფერენციის შემდეგ, აშშ-ში მუსულმანური საზოგადოების  წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები