თურქი მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს

იგი მიიღო ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა

1707157
თურქი მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს

კლიმატის შესახებ მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში,  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პირისპირი შეხვედრა გაიმართა თურქეთის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრ მურათ ქურუმსა და ევროკავშირის კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს, ემისიების სავაჭრო სისტემის გადახედვის გათვალისწინებით ნახშირბადის ფასების პოლიტიკას, ბუნების გაუმჯობესების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას და კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლაში ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საკითხები. მურატ კურუმის განცხადებით, მაღალი დონის კლიმატური დიალოგი თურქეთსა და ევროკავშირს შორის, ხელს უწყობს და დიდ შესაძლებლობას უჩენს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში თანამშრომლობის გასაძლიერებლად და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად. “თურქეთი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას განიხილავს არა მხოლოდ როგორც ზეპოლიტიკურ და საზღვრისპირა საკითხს, არამედ როგორც უსაფრთხოების და განვითარების საკითხს,“ განაცხადა თურქმა მინისტრმა


საკვანძო სიტყვები: #ბრიუსელი , #მურათ ქურუმი

მსგავსი ინფორმაციები