პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ დრაგისთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან

1704977
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ დრაგისთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან.

საუბრის დროს, რომელიც გაიმართა მეორე მხარის თხოვნით, ერდოღანმა თავის თანამოსაუბრეს განუცხადა, რომ ისინი ელიან პასუხს ნატო-ს მოკავშირე იტალიისგან, იმ მნიშვნელობის შესაბამისად, რასაც თურქეთი ორმხრივ ურთიერთობებს ანიჭებს.

ერდოღანის თქმით, მას სჯერა, რომ იტალიის პრინციპული მხარდაჭერა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისა და წევრობის პროცესში გაგრძელდება. მისივე თქმით, საბაჟო კავშირის შეთანხმების გადახედავის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე და წინაპირობების გარეშე დაწყება ყველას ინტერესებში შედის და  რომ 18 მარტის (ემიგრანტების) შეთანხმების  ყოვლისმომცველი ფორმით განახლება აუცილებელია.

საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთის თალიბების კონტროლის ქვეშ გადასვლასთან ერთად ახალი სიტუაცია შეიქმნა არენაზე და რომ თალიბანთან ჩართულობა უნდა შენარჩუნდეს ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად, წინააღმდეგ შემთხვევაში „ისედაც უმაღლეს დონეზე მყოფი“ მიგრაციის ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ლიბიაში დროულ არჩევნებს და რომ თურქეთი ლიბიის თხოვნით და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოფს ლეგიტიმური უსაფრთხოების ძალების სწავლებას და კონსულტაციებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი მიიწვია დიდი ოცეულის, რომლის როტაციული თავმჯდომარეც იტალიაა, ოქტომბერში რომში გასამართ ლიდერთა სამიტზე.



მსგავსი ინფორმაციები