პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქეთში ინვესტიციისათვის ემზადება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქეთში ინვესტიციისათვის ემზადება

1693699
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქეთში ინვესტიციისათვის ემზადება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქეთში ინვესტიციისათვის ემზადება.

ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მყოფი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი შეიხი ტაჰნუნ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი მიიღო.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონული საკითხები და თურქეთში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინვესტიციები.

პრეზიდენტმა მოგვიანებით სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე აღნიშნა: "მათ აქვთ ძალიან სერიოზული საინვესტიციო მიზნები და საინვესტიციო გეგმები. მე მჯერა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მოკლე დროში სერიოზულ ინვესტიციებს განახორციელებს ჩვენს ქვეყანაში."



მსგავსი ინფორმაციები