წყალდიდობა თურქეთში

შავი ზღვისპირეთში არსებულ მდგომარეობას ახლოდან ადევნებს თვალყურს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1690162
წყალდიდობა თურქეთში

თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძოდ კი ბართინში, სინოპში და ქასთამონუში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 1 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შავი ზღვისპირეთში არსებულ მდგომარეობას ახლოდან ადევნებს თვალყურს თვის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. მას, მუდმივი კომუნიკაციები აქვს, რეგიონში მყოფ მინისტრებთან. წყალდიდობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიც ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა ყველანაირად დაუდგება მხარში დაზარალებულებს და აუცილებლად აუნაზღაურდებათ ყველა ზარალი.

წყალდიდობით დაზარალებულ პროვინციაში ასევე 3 616 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა თურქეთში

მსგავსი ინფორმაციები