თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

1686479
თურქეთმა ჩადში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ჩადში ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ განხორციელებული ტერაქტი მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩადში, კამერუნის საზღვართან ჩადის ტბის რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია, „ბოკო ჰარამის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რის შედეგადაც ათეულობით ჯარისკაცი და სამოქალაქო დაიღუპა, მკაცრად გმობენ.

„ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ჩადის  ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები,  დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ჩადის გვერდითაა,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები