პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1685801
პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ერდოღანმა ინტერვიუს დროს ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში მიმდინარე მასშტაბური ტყის ხანძრების შესახებაც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ ერთად ვიხილავთ დღეებს, როდესაც ჩვენი დამწვარი ტყეები ხელახლა აღმოცენდება მათი ფერფლიდან. ვიმედოვნებ, რომ ყველა იმ დამწვარ ადგილს ხელმეორედ გავამწვანებთ რა, ამისათვის ყველა ზომების მიღება უკვე დავიწყეთ.“

პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში (ჩკთრ) მდებარე ქალაქი ვაროსიის გახსნის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „საკითხთან დაკავშირებით, შემოდგომისთვის განვიხილავთ საერთაშორისო შეხვედრის გამართვას. ამ შეხვედრით, ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ.“



მსგავსი ინფორმაციები