მურათ ქურუმი ჯონ კერის შეხვდა

მურათ ქურუმი ჯონ კერის შეხვდა

1679005
მურათ ქურუმი ჯონ კერის შეხვდა

გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ თურქეთში ენერგიის 52 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებისგან შედგება და რომ ქვეყანა ევროპაში ამ თვალსაზრისით მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.

მურათ ქურუმმა, იტალიის ქალაქ ნეაპოლში გამართულ G20-ის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჯონ კერის შეხვდა.

შეხვედრის დროს ქურუმმა განაცხადა, რომ მათ მოამზადეს კლიმატის ცვლილების 14-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა და გაზარდეს დაცული ტერიტორიებისა და მწვანე ტერიტორიების რაოდენობა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ ნულოვანი ნარჩენების პროექტს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის ეგიდით ხორციელდება და ძალიან წარატებულად გრძელდება.

შეხვედრაზე ჯონ კერიმ განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისის მავნე შედეგების აღმოფხვრა მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა. მან ასევე თურქ ხალხს რიზეში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.


საკვანძო სიტყვები: #ჯონ კერი , #მურათ ქურუმი

მსგავსი ინფორმაციები