თურქული გამანადგურებლები, ნატოს ფარგლებში პოლონეთში იმყოფებიან

მათ განგაშის პირველი რეაქცია წარმატებით განახორციელეს

1678153
თურქული გამანადგურებლები, ნატოს ფარგლებში პოლონეთში იმყოფებიან

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა ორმა F-16 ტიპის გამანადგურებლებმა, განგაშის პირველი რეაქცია წარმატებით განახორციელეს პოლონეთში, სადაც ისისნი ნატოს მოვალეობას ასრულებენ. ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობის კუთვნილმა ორმა F-16 ტიპის გამანადგურებელმა, ნატოს გაძლიერებული საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში, პირველი განგაშის რეაქციის მისია შეასრულა ბალტიის ზღვის რეგიონში. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია. "ნატოს გაძლიერებული საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში, პოლონეთის მალბორკის საჰაერო ბაზაზე განლაგებულმა ჩვენმა ორმა F-16 თვითმფრინავმა, უსაფრთხოდ შეასრულა პირველი განგაშის რეაქციის მისია ბალტიის ზღვის სივრცეში. ჩვენი თვითმფრინავები ყოველთვის მზად არიან ასეთი მისიებისთვის."



მსგავსი ინფორმაციები