ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება
“იგი ანადგურებს რელიგიისა და სინდისის თავისუფლებას”
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, მკაცრად გამოეხმაურა ევროკავშირის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავსაბურავის საზოგადოებრივ ადგილებში ტარებასთან დაკავშირებით: ”მსურს გამოვთქვა ჩემი მკაცრი დაგმობა ამგვარი ამბივალენტური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ანადგურებს რელიგიისა და სინდისის თავისუფლებას”, - თქვა მან. დედაქალაქ ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში ოქტაი, მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლობის, ძალადობის და დისკრიმინაციის ნათელი მაგალითი. ამასთან ფუატ ოქტაიმ კვიპროსელ თურქებს მიულოცათ კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის იუბილე. ბოლოს, ვიცე-პრეზიდენტმა ყველა მოქალაქეს და ისლამურ სამყაროს მიულოცა ყურბან-ბაირამის დღესასწაული და მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა მათ
მსგავსი ინფორმაციები
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება