აქტუალური თემის ანალიზი 81

15 ივლისი მეხუთე წლისთავზე

1675748
აქტუალური თემის ანალიზი 81

                               

                

ტერ-ორგანიზაცია FETO–ს ორგანიზებით თურქეთის მთავრობის დამხობისა და ქვეყნის კონტროლის ქვეშ მოქცევის მიზნით განხორციელებული, მაგრამ, საბედნიეროდ წარუმატებლად დასრულებული სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. ამ პუტჩის წარუმატებლად დასრულების მრავალი მიზეზი არსებობს და ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხალხის მედგარი დამოკიდებულება, რომელმაც დაიცვა თურქული დემოკრატია. დიახ, სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ხალხისა და ხელისუფლების პოლიტიკის ღია პოზიცია, სამხედრო გადატრიალების აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამ გადატრიალების მიმართ სოციალურმა და პოლიტიკურმა დამოკიდებულებამ ანკარას შესაძლებლობა მისცა, უფრო მეტად განემტკიცა ქვეყნის დემოკრატიული და სოციალური მდგრადობის კონსოლიდაცია. ახლა, ამ პუტჩის მცდელობიდან ხუთი წლის თავზე, 15 ივლისის მნიშვნელობის კიდევ უფრო უკეთესად გააზრების საშუალება გვეძლევა. ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის. პროფ. დოქტორ მურატ იეშილტაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 

სამხედრო გადატრიალების მდელობიდან ხუთი წლის შემდეგ, მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა თურქეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. FETO-ს ელემენტების გაწმენდის პროცესი  მთელი ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით გრძელდება. FETO–ს მრავალი წევრი, რომლებიც იმალებოდნენ და ფარულად მოღვაწეობდნენ სახელმწიფოს კრიტიკულ სტრუქტურებში, ან გააძევეს სამსახურიდან, ან გაასამართლეს. ამ კონტექსტში, FETO– ს მრავალი წევრი გამოვლინდა ასევე თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურაში და ისინიც გამოვლენილ და გათავისუფლებულ იქნენ  რა სამსახურებიდან, ამით შემცირდა ის რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება დამდგარიყო ქვეყნის არმია კრიტიკული ოპერაციების დროს. მსგავსი გაწმენდები მოზდა ისეთ ორგანოებშიც, როგორებიცაა უსაფრთხოება და დაზვერვა, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ ბრძოლას როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროშიც და შედეგად ის რისკები, რომლებიც ამ სფეროში შეიძლება წარმოიშვას, უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველაზე დიდი წარმატებები 15 ივლისის შემდეგ,  უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული რეფორმების შემდეგ იქნა მიღწეული. ამ კონტექსტში ჟანდარმერიისა და სანაპირო დაცვის სარდლობები, პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარნენ, გენერალური შტაბის უფროსის როლი ძალების მეთაურებზეც ასევე შეიცვალა და წინა პლანზე გამოვიდა ეროვნული თავდაცვის სამინისტრო. უსაფრთხოების აპარატის ფეტოელებისგან გაწმენდისა და ამ სექტორში განხორციელებული რეფორმების პირველი შედეგი, ყველაზე მკვეთრად გამოიკვეთა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ მის ფარგლებში უფრო ეფექტური სტრატეგია განხორციელდა ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ, ჩრდილოეთ სირიაში დაიწყო ჯერ “ევფრატის ფარის“, შემდეგ “ზეთისხილის რტოს“ და ბოლოს “მშვიდობის გაზაფხული“ სახელწოდებების ოპერაციები, რომლებიც მიმართული იყო როგორც პკკ-ას, ასევე დეაშელების წინააღმდეგ და უნდა ითქვას, რომ ხსენებული რეგიონი ფაქტიურად გაიწმინდა ტერორისტებისგან. ასე რომ, PKK-ს წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებულმა ანტიტერორისტულმა სტრატეგიამ ჯერ თურქეთში და შემდეგ სირიაში, შეზღუდა ამ ტერ-ორგანიზაციის ეფექტურობა ერაყის ჩრდილოეთშიც. გარდა ამისა, ამ სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა შესაძლებელი გახადა ახალი პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელებაც, რამაც თურქეთს საშუალება მისცა და უფრო აქტიური გახადა ლიბიაში, სირიაში, ერაყში, მთიან ყარაბაღში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკაში 15 ივლისის როლს, აქაც თითქმის ნამდვილი გარდატეხა მოხდა. ამ თარიღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სირიაში. ანკარამ, რომელმაც ოპერაცია “ევფრატის ფარის“ საშუალებით გაასუფთავა თავისი საზღვრები დეაშელებისგან, ამასთან ერთად შეუძლებელი გახადა PKK-ს არსებობა ევფრატის დასავლეთით. “ზეთისხილის რტოს“ ოპერაციით კი, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, PKK-ა გაძევებულ იქნა აფრინიდანაც. ე.ი. თურქეთმა უფრო აქტიური როლი შეასრულა სირიის კრიზისში. 2019 წლის ოქტომბერში სირიის ჩრდილოეთში დაწყებული “მშვიდობის გაზაფხულის“ ოპერაციით თურქეთმა, მიზანში ამოიღო ტერ-ორგანიზაციას PKK-ა ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილშიც და ამით მოახერხა, ერთის მხრივ ხელი შეეშალა PKK-სათვის სირიაში აქტიურ მოქმედებაში და მეორეს მხრივ, ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ქურთული ავტონომიის შექმნაში. ამის პარალელურად ე.წ. იდლიბის კრიზისის მოგვარების ფარგლებში ანკარამ, 2020 წლის მარტში მძიმე დარტყმა მიაყენა სირიის რეჟიმს. ყველა ამ სამხედრო ოპერაციამ კი თურქეთს საშუალება მისცა, უფრო აქტიური დიპლომატია გაეწია მოლაპარაკებებჟშიც.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც თურქეთის საქმიანობა ასევე მეტად მნიშვნელოვანი და ფექტური გახდა, ლიბია იყო. ანკარამ, რომელიც ლიბიის კრიზისში 2011 წლიდან მოყოლებული დიპლომატიურ მეთოდებს ამჯობინებდა, მეამბოხე გენერალ  ჰაფტერის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელიც გაერომ 2019 წლის 4 ივლისს ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველად აღიარა. ამ კონტექსტში თურქეთმა,  ეროვნული თანხმობის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას და ამით ხელი შეუშალა ჰაფტარის ძალებს ტრიპოლის ხელში ჩაგდებაში. ამის შემდეგ, მეამბოხე გენერალს  უკან დახევის საშუალება მიეცა რა, ახალი ერა დაიწყო ლიბიაში. აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერით კი, მთიანი ყარაბაღის სომხური ოკუპაცია დასრულდა. მოკლედ ანკარამ, თითქმის ყველა რეგიონალურ საკითხში გამოხატა როგორც აქტიური დიპლომატიური, ასევე სამხედრო ძალისხმევაც და ყველა ეს ქმედება წარმატებით დაგვირგვინდა.

მოკლედ, ხუთი წლის შემდეგ, თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ 15 ივლისს, დავინახავთ, რომ თურქეთისთვის მეტად ისტორიული გარდატეხის მნიშვნელობის მოვლენებს ჰქონდა ადგილი, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფ. დოქტორი მურატ იეშილტაში



მსგავსი ინფორმაციები