მევლუთ ჩავუშოღლუ-ნიკოს დენდიასის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მევლუთ ჩავუშოღლუ-ნიკოს დენდიასის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1674384
მევლუთ ჩავუშოღლუ-ნიკოს დენდიასის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ბერძენ კოლეგა, ნიკოს დენდიასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ბერძენ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს გუშინ თურქული კლუბის, გალათასარაის მიმართ ბერძნული მხარის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო დისკომფორტი გამოთქვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საბერძნეთის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს თურქეთის ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა და მომხდარი ფაქტი მკაცრად გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გალათასარაი გუნდი, რომელსაც საბერძნეთის კლუბ ოლიმპიაკოსთან ათენში ამხანაგური მატჩი უნდა გაემართა, ჩატარებული PCR ტესტები ბერძნულმა მხარემ არ მიიღო და ხელმეორედ ტესტების ჩატარება მოითხოვა. ამის გამო კი გალათასარაის გუნდმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც დღეს გასამართი ოლიმპიაკოს-გალათასარაის ამხანაგური მატი გაუქმდა.



მსგავსი ინფორმაციები