იზმირში, აიდინსა და მუღლაში 165 მიგრანტი გადაარჩინეს

იზმირში, აიდინსა და მუღლაში 165 მიგრანტი გადაარჩინეს

1671362
იზმირში, აიდინსა და მუღლაში 165 მიგრანტი გადაარჩინეს

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, იზმირში, აიდინში და მუღლაში მთლიანობაში 165 თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებსაც, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, თურქეთის სახმელეთო წყლებში დაბრუნება აიძულათ. იზმირის, აიდინის და მუღლას ჟანდარმერიის პრეს სამსახურების ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავისი თანამშრომლები რეგიონებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიავლინა და მათ, მთლიანობაში 165  მიგრანტის,  მათ შორის ქალები და ბავშვებიც გადაარჩინეს. მიგრანტები, შესაბამისი პროცედურებისათვის,  რეგიონების მიგრაციის სამმართველოში იქნენ გადაყვანილი.

მეორეს მხრივ, უსაფრთხოების ძალებმა 2 ეჭვმიტანილი, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ადამიანების კონტრაბანდაში დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #მიგრანტები , #მუღლა , #აიდინი , #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები